2024


რეგისტრაცია

მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

7. Zandukeli street, 0108 Tbilisi, Georgia

+995322505457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია “ქართული ღვინო“- ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის 27-28 ნოემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მერვედ ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
  • ღვინის დასახელება
  • ჩამოსხმის წელი
  • ყურძნის ჯიში/ჯიშები
  • რეგიონი/ქვეყანა
  • მოცულობა

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას(მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან. ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება. კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10ზე მეტი არ დაიშვება. ნიმუშების მოტანამდე, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო თარიღია 15.11.2024

ნიმუშების მიღება:

პერიოდი: 21 ოქტომბერი-15 ნოემბერი; 12:00 -დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი – ზანდუკელის ქ. 7, 0108, თბილისი.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2024 წლის 15 ნოემბერი.

!ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 100 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ერთი სახეობის ნიმუშზე იხდით 100 ლარს და მოგაქვთ 3 ბოთლი.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

! საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.


ჟიურის წევრები


პარტნიორები


სიახლეები