ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2017 წლის 2-3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში პირველი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის მიზანს მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელის შეწყობა წარმოადგენდა.
ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.
მას შემდეგ კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებულია და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.