საქართველო მდებარეობს ევროპის და აზიის გზაგასაყარზე, დიდი კავკასიონის მთის სისტემის შუა და დასავლეთ ნაწილში, შავი და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს საქართველოს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის მევენახეობა-მეღვინეობისთვის. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერა, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონაა მსოფლიოში, რასაც ადასტურებს-ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი, სხვადასხვა ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ფილოლოგიური გამოკვლევები.
დღეს საქართველოს ათ რეგიონში 530-ზე მეტი ჯიშის არსებობაა დადასტურებული. მათგან 425-ზე მეტი ჯიში დღემდეა შემორჩენილი. ვაზის ჯიშები თავმოყრილია საკოლექციო ნაკვეთებში , დანარჩენი კი მოძიების პროცესშია. ზოგიერთი მათგანი ფართოდაა გავრცელებული, უმეტესობა იშვიათად გვხვდება უფრო მეტი კი კერძო კოლექციებში ან საცდელ მეურნეობებშია დაცული.
მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებული თავისებურებათა საფუძელზე ქვეყნის ტერიტორია ორ მიკროზონად არის დაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.
აღმოსავლეთ საქართველო დაქანებულია კასპიის ზღვისაკენ და ხასიათდება ზმოერი კონტინენტალური, მშრალი სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით. დასავლეთ საქართველო მოქცეულია შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით.