კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნიმუშების მოტანამდე, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო თარიღია 20.05.2022.
ნიმუშების მიღება:
პერიოდი: 16-20 მაისი; 13:00 -დან 17:00 საათამდე;
მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2022 წლის 20 მაისი.
!ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ერთი სახეობის ნიმუშზე იხდით 70 ლარს და მოგაქვთ 3 ბოთლი.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
! საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.