ასოციაციის შესახებ


ისტორია

ქართული ღვინის ინდუსტრიის მრავალფეროვნებამ და მზარდმა განვითარებამ, განაპირობა 2010 წელს ღვინის მწარმოებლების ერთობლივი გაერთიანება და ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA) -ს ჩამოყალიბება.  ასოციაცია ქართული ღვინო წარმოადგენს ქართული ღვინის სექტორს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე.

ასოციაცია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვებს საერთაშორისო ასპარეზზე, ქართული ღვინის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას, ღვინის წარმოების ადგილობრივი ტრადიციებისა და მეთოდოლოგიის შენარჩუნებას, ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებასა  და ვინიფიკაციას, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერას და მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებში განათლებისა და ასევე ღვინის ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობას  საქართველოში.

ასოციაცია “ქართული ღვინო” არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს კერძო სექტორს. GWA ამჟამად აერთიანებს 30 წევრ კომპანიას და მიესალმება ყველა სხვა ორგანიზაციას და პირს, რომელიც დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული.

მიღწევები

უძველესი ღვინო – გინესის რეკორდების ნუსხაში

ძვ.წ. 6000-5800 წლით დათარიღებული ღვინის ქიმიური მტკიცებულებები, ძველი თიხის ნარჩენებისგან, მიღებული იქნა გადაჭრილ გორასა და შულავერის გორას არქეოლოგიურ ძეგლებში, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ სამხრეთით. ნარჩენები ღვინის სახით განისაზღვრა, რადგან ისინი შეიცავს ტარტარულ მჟავას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ევრაზიის ყურძნის (ვიტის ვიინფერის) დიდი რაოდ...


ვრცლად


მსოფლიოს უძველესი ღვინო

„ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით 2014- 2017 წლებში, განხორციელდა  საერთაშორისო მულტიდისციპლინარული პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.  მოცემულ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის,...


ვრცლად


საქართველო მეღვინეობის აკვანი

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციების ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) საქართველო, პირველი საპატიო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2017 წლის 31 ივლისს, გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ ოფიციალურად გაიხსნა.  14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდ...


ვრცლად


ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი UNESCO- ნუსხაში

2011 და 2013 წლებში, საქართველოში, ასოციაცია ქართული ღვინოს მიერ ორგანიზებული, ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმის შედეგად, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO)მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა...


ვრცლად