ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წლის ივლისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეხუთედ ჩატარდება.
კონკურსის მიზანი:
მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
- ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
- ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
- წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
- ღვინის დასახელება
- ჩამოსხმის წელი
- ყურძნის ჯიში/ჯიშები
- რეგიონი/ქვეყანა
- მოცულობა
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
- ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge 2021 წლის 2 ივლისამდე.
ნიმუშების მიღება:
პერიოდი: 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით; 13:00 -დან 17:00 საათამდე; შაბათ-კვირის გარდა,
მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივლისი.
*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
*გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.
ნიმუშების მიღება და დასაწყობება:
ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
ჟიური:
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.
ჯილდოები:
ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.
შენიშვნა:
საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.
*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.