ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 1-2 დეკემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდება.
კონკურსის მიზანი: მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
- ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
- ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული, ეტიკეტირებული;
- წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
- ღვინის დასახელება
- ჩამოსხმის წელი
- ყურძნის ჯიში/ჯიშები
- რეგიონი/ქვეყანა
- მოცულობა
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
- ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი
- სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას (მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან;
- ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება
- კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10ზე მეტი არ დაიშვება
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2023 წლის 27 ოქტომბრამდე.
ნიმუშების მიღება:
პერიოდი: 16-27 ოქტომბერი; 12:00 -დან 16:00 საათამდე;
მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– ზანდუკელის ქ. 7, 0108, თბილისი.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2023 წლის 27 ოქტომბერი.
*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
*საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.
ნიმუშების მიღება და დასაწყობება:
ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
ჟიური:
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.
ჯილდოები:
ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.
შენიშვნა:
საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.
*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.