ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2020 წლის 9 და 10 ივლისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდება.
კონკურსის მიზანი:
მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
• ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით; • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; • წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
o მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება o ღვინის დასახელება o ჩამოსხმის წელი o ყურძნის ჯიში o რეგიონი/ქვეყანა o მოცულობა ნიმუშების წარდგენა:
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge 2020 წლის 24 ივნისამდე.
ნიმუშების მიღება მოხდება ორ ეტაპად:
თბილისი: 15-17 და 29-30 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; ასოციაცია „ ქართული ღვინო“ – მთაწმინდის ქ. 12, 0108.
წინანდალი: 22-24 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; სოფელი წინანდალი, წინანდალი, 2217.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 24 ივნისი.
ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“ მიმღები ბანკი: “ ს.ს. „ თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006 დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.
ნიმუშების მიღება და დასაწყობება:
ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
ჟიური:
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. ჯილდოები:
ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.
შენიშვნა:
საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.
*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია
არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.