ასოციაცია “ქართული ღვინო“- ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წლის 21-22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი Wine Hunter Award-თან პარტნიორობით გაიმართება და კვლავ The Qvevri Wine Hunter-ის სახელით ჩატარდება.
The Wine Hunter Award ღვინის, კულინარიული პროდუქტების, მაღალალკოჰოლური სასმელებისა და კრაფტ ლუდის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს გამოარჩევს.
2025 წლის ნოემბერში ასოციაცია “ქართული ღვინო” უმაღლესი ჯილდოს მფლობელ ღვინოებს იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
- ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
- ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
- წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
- ღვინის დასახელება
- ჩამოსხმის წელი
- ყურძნის ჯიში/ჯიშები
- რეგიონი/ქვეყანა
- მოცულობა
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 2 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას(მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან. ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება. კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10ზე მეტი არ დაიშვება. ნიმუშების მოტანამდე, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო თარიღია 23.05.2025
ნიმუშების მიღება:
პერიოდი: 19 მაისი-23 მაისი; 12:00 -დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
მის: დაემატება მოგვიანებით და ყველა დარეგისტრირებულ კომპანიას აღნიშნული ინფორმაცია მიუვა ელ-ფოსტაზე;
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2025 წლის 23 მაისი.
!ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 150 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ერთი სახეობის ნიმუშზე იხდით 150 ლარს და მოგაქვთ 2 ბოთლი.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
! საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.