მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველში 2023


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველში 2023


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველი ფესტივალია ევროპაში, რომელიც მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების მეღვინეობები და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და შატო მუხრანისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა. წელს ფესტივალი 11 ივნისს, კვირას, შატო მუხრანის სასახლესა და ახალ აშენებულ ღონისძებების სივრცე „ორანჟერეაში“ გაიმართება, სადაც ქართველი და უცხოელი მწარმოებლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე მარნების სახით.

ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მეღვინეებთან პირადად შესახვედრად და მათთან ერთად განსაკუთრებული ქართული, იტალიური და თურქული ღვინოების დასაგემოვნებლად. ქართულ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე წარმომადგენელი იქნებიან ღვინის იტალიელი და თურქი მწარმოებლებიც.

ღვინის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია გასტრონომიაც. ღონისძიებაზე შესაძლებელია ქართული, თურქული, იტალიური გასტრონომიული პროდუქტებისა და ინგრედიენტების დაგემოვნება და შეძენა.

გამოფენის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ღვინის სემინარებსა და დეგუსტაციებს, ასევე კულინარიულ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი, იტალიელი და თურქი შეფ-მზარეულები და ღვინის ექსპერტები გაუძღვებიან.

ფესტივალს დაესწრება მერანოს ღვინის ფესტივალის დამფუძნებელი და Wine Hunter-ის დირექტორი ჰელმუტ კოხერი, იტალიელი ღვინის ჟურნალისტები და ბაიერები.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია