ქართული ღვინის დეგუსტაცია თურქეთში


ქართული ღვინის დეგუსტაცია თურქეთში


ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების და ქართული ღვინის მიმართ დაინტერესების ზრდის მიზნით 2021 წლიდან ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აქტიური ნაბიჯები იდგმება თურქეთის ღვინის ბაზარზე ორგანიზებულად ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების შესვლისთვის.
თურქი შემსყიდველების და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია თემით „საქართველი ღვინის სამშობლო“ 2022 წლის 3 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, კერძოდ “Four Seasons Sultanahmed”-ში, წარმატებით გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ასოციაცია “ქართული ღვინოს” ორგანიზებით ქართული ღვინის კომპანიების ჯგუფი ეწვია ქალაქ სტამბოლს. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს და შეაფასეს ქართული 8 ღვინის კომპანიის ღვინოები.
გარდა ამისა 2022 წლის 4 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, მიშლენის სიაში შეტანილ რესტორან “Sans“-ში, გაიმართა დეგუსტაცია და ვახშამი სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაციებით, თურქული კერძების და ქართული ღვინის თანხლებით.
ორივე ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ VIP სტუმრები: ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ცნობილი შეფ- მზარეულები, საერთაშორისო სავაჭრო ქსელების, ღვინის ბარების, სასტუმროების, რესტორნებისა და „HORECA “- ს სხვა წარმომადგენლები.