The Qvevri Wine Hunter 2022


The Qvevri Wine Hunter 2022


ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და მერანოს Wine Hunter თან პარტნიორობით, 2022 წლის 17 და 18 ივნისს, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მერანო Wine Hunter -ის ფორმატში ტარდება.
2022 წელს ექსკლუზიურად, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი “The Qvevri Wine Hunter Award ” სახელით ჩატარდა.
კონკურსის მიზანია, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ონლაინ პლატფორმა მერანო Wine Hunter -ზე ღვინოების განთავსება და პოპულარიზაცია.
ქვევრი Wine Hunter-ის კონკურსზე წელს 105 კომპანიის 351 ნიმუში იყო წარმოდგენილი.
კონკურსის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური:
ჰელმუტ კოჰერი
გოგი დაქიშვილი
ლევან მეხუზლა
გიდო ინვერნიცი
დანტე დელ ვეკიო
ლადო კუბლაშვილი
ქეთევან ალადაშვილი
თინათით ჯაჯანიძე
კახა ჭოტიაშვილი
თამთა ჭავჭანიძე
რეზი ცეცხლაძე
ანანო ვეკუა
ვანო შიუკაშვილი
დავით ჩიჩუა
მეგი ტოგონიძე
🤍2022 წლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ჩვენი მეგობრის, გამორჩეული ადამიანის და პროფესიონალის ირმა ჭანტურიას ხსოვნას ეძღვნება.