ქვევრის ღვინის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი მერანოს ღვინის ფესტივალზე 2021


ქვევრის ღვინის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი მერანოს ღვინის ფესტივალზე 2021


ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს ქვევრის ღვინის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი იტალიის, ქალაქ მერანოში ჩატარდა.
ღონისძიება 3 დღის განმავლობაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გამოფენაა ღვინისა და კულინარიის სექტორში.
სიმპოზიუმის ფარგლებში, 2 პროფესიული დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, დარგის სპეციალისტები, ღვინის ბაიერები, ჰორეკა ჯგუფის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
აღსანიშნავია, რომ მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში პირველად ჩატარდა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი, რომელიც ქალაქის მთავარ თეატრ „Puccini“-ში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ფესტივალის პრეზიდენტმა ჰელმუტ კოხერმა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ დირექტორმა თინა კეზელმა.