ასოციაცია „ქართული ღვინო“, “RSMEDP”-რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის ფარგლებში გეგმავს ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის შექმნას, რომლის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართება, 2023 წლის 14 მარტს, ქ. თელავში, კერძოდ სასტუმრო „Holiday Inn”-ში, 11:00 საათზე.
გაცნობებთ, რომ 2021 წელს ასოციაცია „ ქართულმა ღვინომ“ და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება „RSMEDP” ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის გზების ძიებას. ამ მიზნისთვის 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდა მარნების საჭიროებათა კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა ასოციაციის და RSMEDP პროექტის შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ ასოციაციის ბაზაზე ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის ჩამოყალიბება, რომელმაც ბიზნესის დამხმარე სერვისების მიმწოდებლების ჩართულობით სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს მცირე და საშუალო მარნებს.