ქართული ღვინის საღამო სტამბოლში
ქართული ღვინის საღამო სტამბოლში
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის 22 ნოემბერს ქალაქ სტამბოლში ქართული ღვინის საღამო წარმატებით გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი თურქეთის მხრიდან, ღვინის სფეროში, დიდი გამოცდილების მქონე კომპანია „Gustobar“ იყო, რომელიც მისი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო სფეროში, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მხრივ, გარდა ამისა „Gustobar„ არის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსების თურქეთის მხრიდან წარმომადგენელი.
მოცემული საღამო ჩატარდა რესტორანში „Neo Local” და მას უძღვებოდა თურქეთის წამყვანი ღვინის ექსპერტი – Levan Bağış. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ VIP სტუმრები, ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ცნობილი შეფ-მზარეულები, პრესის წარმომადგენლები, საერთაშორისო სავაჭრო ქსელების, ღვინის ბარების, სასტუმროების, რესტორნებისა და „HORECA“- ს წარმომადგენლები.