ქართული ღვინის ფორუმი ფესტივალის Fernweh ფარგლებში
ქართული ღვინის ფორუმი ფესტივალის Fernweh ფარგლებში
შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში , 2021 წლის 29 – 31 ოქტომბერს, „ქართული ღვინის ფორუმი” ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება.
ფორუმზე წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ღონისძიებაზე გამომსვლელებს შორის ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს წარმომადგენელი, ტატა ჯაიანი იყო. მან მარკეტინგულ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს საფერავის საერთაშორისო კონკურსის და ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის არსებობა.
ღონისძიება შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეა“-ს (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრი შვეიცარიაში“-ს ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.