ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი ღვინის კომპანიებისთვის


ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი ღვინის კომპანიებისთვის


2023 წლის 14 მარტს ქალაქ თელავში, სასტუმრო Holiday Inn-ში, მცირე და საშუალო მარნებისთვის ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს ანხორციელებს ასოციაცია „ქართული ღვინო“, “RSMEDP”-რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეგიდით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს დამხმარე სერვისების მიმწოდებელი პროვაიდერები.

პროექტის მიზანი მცირე და საშუალო მარნების ხელშეწყობა და მათი შიდა ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაა.

პრეზენტაციაზე ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს წარმომადგენლებმა და პროექტის სხვა პარტნიორებმა, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე.

ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი, სამომავლოდ მცირე და საშუალო მარნებს შესთავაზებს სხვადასხვა მომსახურებებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული კვლევაზე და ბიზნეს ანალიზზე დაყრდნობით. ეს მიმართულებები შეიძლება იყოს მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსპორტი, ფინანსების და ა.შ.

გაცნობებთ, რომ 2021 წელს ასოციაცია „ ქართულმა ღვინომ“ და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება „RSMEDP” ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის გზების ძიებას. ამ მიზნისთვის 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდა მარნების საჭიროებათა კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა ასოციაციის და RSMEDP პროექტის შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ ასოციაციის ბაზაზე ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის ჩამოყალიბება, რომელმაც ბიზნესის დამხმარე სერვისების მიმწოდებლების ჩართულობით სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს მცირე და საშუალო მარნებს.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.