ბადაგონი


ბადაგონი


კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით ფლობს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. კომპანია ბადაგონის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. ბადაგონი ფლობს 400 ჰა-მდე ვენახებს კახეთის ყველა მიკროზონაში და ქმნის ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან. კომპანიის მთავარი ენოლოგი, იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი, მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს – ღვინის ოსკარის მფლობელია და მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულის წარმომადგენელია. მის საავტორო ღვინოებს შორისაა GAU#5-ის ღვინოები, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი სიტყვა ქართულ მეღვინეობაში. კომპანია ბადაგონმა თავისი არსებობის 10 წლის მანძილზე ღვინის მრავალ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა წარმატება. 2016 წლის ბოლოს ქვევრის ღვინის ისტორიაში პირველი პრეცედენტი მოხდა – ბადაგონის ქვევრის ღვინომ „ალავერდის ტრადიციები“ ჰონგ კონგში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „Cathay Pacific Hong Kong International wine and spirit competition“ ოქროს მედალი და „საუკეთესო ადგილობრივი ღვინის“ წოდება მოიპოვა. ბადაგონის ქვევრის ღვინო ალავერდის მონასტრის მე-9 საუკუნის მარანში იქმნება, რომელიც კომპანია ბადგონის მეშვეობით 2006 წელს აღდგა.