2018


რეგისტრაცია

მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქუჩა 12, 0108 თბილისი, საქართველო

+995 32 2 505 457

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2018 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის,  და მისგან წარმოებული  მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელს მსოფლიოში.

კონკურსზე წარდგენილი იყო 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გასინჯა და შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან  მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.


ჟიურის წევრები

ენდრიუ ჯეფორდი

  • ჟიურის თავმჯდომარე

გიორგი დაქიშვილი

ლევან მეხუზლა

ირმა ჭანტურია

ქეთევან ჯურხაძე

პატრიკ ონეფი

ლიზა გრანიკი

გიორგი სამანიშვილი

ანა გოდაბრელიძე

დავით ჩიჩუა

ნიკოლოზ აღდგომელაშვილი

დავით მაისურაძე


პარტნიორები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მარშალ გელოვანის გამზირი 6, 0159 თბილისი, საქართელო

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მარშალ გელოვანის გამზირი 6, 0159 თბილისი, საქართელო

სიახლეები

საფერავის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

03/02/2019

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ. კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც. ასოციაცია „ქ ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი დეკემბერში თბილისში გაიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. კონკურსზე წარმოდგენილი 87 კომპანიის 200-მდე ნიმუშიდან გამარჯვებული უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. „კონკურსის მიზანია, საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა დავითაშვილმა.  
სრულად