რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი




რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე შედგება სამი ისტორიული რეგიონისგან რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის მხარე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს და ონის მუნიციპალიტეტს. ვენახები აქ მდინარე რიონის და მისი შენაკადების ხეობებშია გაშენებული, რიონის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე. ჩრდილო-დასავლეთით რაჭას ქვემო სვანეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ოსეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, სამხრეთით – იმერეთი, დასავლეთით – ლეჩხუმი. მოიცავს სოფლებს: ზედა ღვარდიას, ჭრებალოს, ჭყვიშს, ჩორჯოს, მეორე ტოლას, ხვანჭკარას, ბოსტანას, ბუგეულს, სადმელს, ხიმშსა და სხვა.

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. აღმოსავლეთით ლეჩხუმს რაჭა ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ქვემო სვანეთი, დასავლეთით – სამეგრელოს მთები, სამხრეთით – იმერეთი. მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტს, სამი მდინარის – რიონის, ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხეობის სოფლებს.

ქვემო სვანეთი შეიცავს ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ზემო სვანეთი, ხოლო სამხრეთით ლეჩხუმი. ზემო სვანეთისგან იგი გამოყოფილია მაღალი სვანეთის ქედითა და ლატფარის ზეკარით.

საქართველოს ეს ულამაზესი რეგიონი თავისი უნიკალური ღვინოებით გამოირჩევა. კახეთთან შედარებით, აქ ვენახები საკმაოდ მცირე ტერიტორიაზეა გაშენებული, თუმცა რაჭა ყველა სხვა რეგიონისგან ხარისხიანი ყურძნითა და ძალზე ღრმა, საინტერესო ღვინოებით გამოირჩევა.

ქვემო რაჭაში ყველაზე მნიშვნელოვანია ხვანჭკარის მიკროზონა. იგი იწყება სოფელ წესიდან და სოფელ ქვიშარამდე გრძელდება. ხვანჭკარაში ყურძენს მაშინ კრეფენ, როცა შაქრიანობა 23%-ზე ნაკლები არ არის. თითქმის მთელ მოსავალს ადგილობრივი და საქართველოს სხვა რეგიონების საწარმოები იღებენ და მისგან ამზადებენ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ხვანჭკარას.

ტრადიციულად რაჭაში ყურძენს საწნახელში წურავდნენ და ტკბილს ქვევრში (რომელსაც რაჭაში ჭურს ეძახიან) ასხამდნენ. შემდეგ მას ისევ აბრუნებდნენ საწნახელში ჭაჭასთან და კლერტთან ერთად, საწნახელს ფიცრებს აფარებდნენ და დუღილის პერიოდში ასე ტოვებდნენ. ორიოდე დღის შემდეგ ტკბილს ისევ ჭურში აბრუნებდნენ. უფრო ხშირად ტკბილი მთლიანად ჭურში გადიოდა დუღილის პროცესს. დღეში სამჯერ ქუდს დაურევდნენ, დუღილის დასრულების შემდეგ კი ღვინოს ჭაჭასთან ერთად ტოვებდნენ ჭურში, კარგად დალუქავდნენ და მომავალი წლის გაზაფხულამდე ინახავდნენ, გაზაფხულზე კი ღვინოს პირველად გადაიღებდნენ.

ლეჩხუმში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ბუნებრივად ნახევრად ტკბილი იდეალური საზაფხულო ღვინო ტვიში. ეს ღვინო ლეჩხუმის მხარის ერთადერთი ადგილწარმოშობის ღვინოა. აქაური ტვიშისგან დგება შესანიშნავი მშრალი ცოლიკოურიც. აღსანიშნავია ორბელური ოჯალეში, რომელიც ძირითადად სოფელ ორბელსა და მის მიდამოებში მოჰყავთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯიშს არაფერი აქვს საერთო მეგრულ ოჯალეშთან. ამპელოგრაფები თანხმდებიან, რომ ორბელური ოჯალეში სულ სხვა ჯიშია. ამ ჯიშისგან ძალიან სურნელოვანი, ველური ვარდისა და წითელი ხილის არომატებით სავსე ღვინოები დგება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ყველაზე ძვირფასი ქართული ღვინო, უსახელოური, რომელსაც ძირითადად ზუბის, ოყურეშისა და ისუნდერის ზონებში აყენებენ.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ხროგი

ხოტეურა

ძველი ალექსანდროული

ყვირა

უსახელოური

რცხილი

ნაცარა

ნაკუთვნეული

მუჯურეთული

კირწწითლა

გაბაშა

ბერბეშო

არაბეული შავი

ალექსანდროული

წულუკიძის თეთრა

მცვივანი რაჭული

თბილური