გურია




გურია


გურია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას იმერეთი ესაზღვრება, დასავლეთით – შავი ზღვა, სამხრეთით – გურია-აჭარის ქედი, ჩრდილოეთით – მდ. რიონის დაბლობი. მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. ვენახები ძირითადად მდინარეების – სუფსის, ბახვისწყლის, ფიჩორის, ხევისწყლის, გუბაზოულის, აჭისწყლის, ბჟუჟის და ნატანების – ხეობებშია გაშენებული.

გურია კიდევ ერთი რეგიონია საქართველოში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობა აღმავლობის გზაზე დგას და სულ ცოტა ხნის წინ აქ პირველი ენოტურისტული კერებიც გაჩნდა. ეს რეგიონი მრავალმხრივაა საინტერესო ღვინის მოყვარულებისთვის. გარდა იმისა, რომ გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა, აქ კიდევ არაერთი საინტერესო ღვინოს თუ ღვინოსთან დაკავშირებულ ტრადიციას შეიძლება შეხვდეთ.

პირველ რიგში, რითაც დანარჩენი საქართველოსგან გამოირჩევა გურიის მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, ვენახების გაშენების კულტურაა, რომელიც XX საუკუნემდე, თითქმის მთლიანად, მაღლარს წარმოადგენდა, ანუ ვაზი ხეებზე იყო გაშვებული. მაღალი ტენიანობისა და ნალექების სიმრავლის გამო გურიაში დღესაც ხშირად შეხვდებით მაღლარსა და ოლიხნარზე გაშვებულ ვაზს. ოლიხნარი საკმაოდაა გავრცელებული ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სიფლებში. ასევე, გავრცელებულია მცირე ტალავერებიც. ოლიხნარზე შტამბის სიმაღლე ხშირად 1-1.5 მეტრს აღწევს, რაც ძალიან მნიშნელოვანია ასეთი ჰავის რეგიონისთვის.

გურიაში ვენახბი ძირითადად მდინარის ხეობებში, ფერდობებზეა გაშენებული. ჯიშური შემადგენლობის მიხედვით, ყველაზე მეტად გურიაში, სამწუხაროდ, გავრცელებულია ჰიბრიდული ვაზის ჯიშები – იზაბელა და ნოა. ქართული ჯიშებიდან ყველაზე გავრცელებულია ცოლიკოური, შემდეგ კი, გურიის საამაყო ჯიში ჩხავერი, რომელიც ძალიან გვიან, როგორც წესი, ნოემბერში, ხანდახან კი დეკემბერშიც კი იკრიფება. საუკეთესო ჩხავერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოდის.

ჩხავერის გარდა ეს მხარე განთქმული იყო საჯავახოს ღვინით. საჯავახოს ზონა დღეს უკვე იმერეთს ეკუთვნის. ამ ძლიერ და არომატულ ღვინოს სხილათუბნის ჯიშის ყურძნისგან წურავდნენ. ასევე. აღსანიშნავია ჯიშები ჯანი და მტევანდიდი, საიდანაც ასკანისა და ბახვის მიკრორაიონებში ძალზე სხეულიან, მუქად შეფერილ წითელ ღვინოს აყენებენ, რომელიც განსაკუთრებული შენახვის უნარით გამოირჩეოდა.

გურია მექვევრეობის ერთ-ერთი ტრადიციული კერა იყო და აქ ჯერ კიდევ არიან ამ უიშვიათესი ხელობის დიდოსტატები.

გურიის ისტორიული ჯიშებიდან ყველაზე ცნობილია: ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა. თუმცა დღეს გურიაში ყველაზე ჰავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია.

 

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ჭუმუტა

წითლანი

ჩხავერი

სხილთაუბანი

მტევანდიდი

კოცხანა

კამური შავი

სამარხი

საკმეველა

მაური თეთრი