საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი


საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი


 

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის მაისის თვეში საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, მთელ მსოფლიოში.

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წლის 14-15 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი გახლდათ. საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოვება წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ გაიმართა.

კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2021 წლის საფერავის საერთაშორისო კონკურსი ქართული მეღვინეობის დიდი მეგობრის, დოქტორ გეორგ ბინდერის ხსოვნას ეძღვნება.