მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023


სრული სტატიის სანახავად გადადით ბმულზე:

მერანოს ღვინის ფესტივალი  საქართველოში


 

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველი  ფესტივალია ევროპაში, რომელიც  მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობები და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა. ფესტივალმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და, ამიერიდან,  ყოველწლიურად მას შატო მუხრანი უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი 11 ივნისს, კვირას, შატო მუხრანის სასახლესა და ახლად აშენებულ ღონისძიებების სივრცე „ორანჟერეაში“ გაიმართება.

ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მეღვინეებთან პირადად შესახვედრად და მათთან ერთად განსაკუთრებული ქართული, იტალიური და თურქული ღვინოების დასაგემოვნებლად. ქართულ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან ღვინის იტალიელი და თურქი მწარმოებლებიც.

ღვინის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია გასტრონომიაც. ღონისძიებაზე შესაძლებელია ქართული, თურქული , იტალიური გასტრონომიული პროდუქტებისა და ინგრედიენტების დაგემოვნება და შეძენა.

გამოფენის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ღვინის სემინარებსა და დეგუსტაციებს, ასევე კულინარიულ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი, იტალიელი და თურქი შეფ-მზარეულები  გაუძღვებიან.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს:

  • 350-ზე მეტი დასახელების ღვინის დეგუსტაციას საქართველოს, იტალიისა და თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან;
  • საქართველოსა და თურქეთში წარმოებული საკვებ პროდუქტებისა და გასტრონომიული ინგრედიენტების დაგემოვნებასა და გაყიდვას;
  • ქართული, იტალიური და თურქული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ სემინარებს;
  • იტალიური ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაციას განსაკუთრებული მარაგებიდან;
  • შეხვედრებს ღვინის ექსპერტებთან;
  • ქართულ, იტალიურ და თურქულ კულინარიულ მასტერკლასებს;
  • ღვინით ხატვის მასტერკლასს.

ფესტივალი  დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შატო მუხრანის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონაც.

ბილეთები იყიდება ონლაინ. 

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ღონისძიების ბმული

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია