მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით!


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით!


სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს:

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით! | Marketer

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველი ღვინის ფესტივალია ევროპაში და ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ფესტივალში მონაწილე მეღვინეობები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით. ფესტივალმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და ამიერიდან ყოველ წლიურად მას შატო მუხრანი უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი 11 ივნისს, კვირას, შატო მუხრანის სასახლესა და ახლად აშენებულ ღონისძიებების სივრცეში „ორანჟერეაში“ გაიმართება.

ეს მეღვინეებთან პირადად შესახვედრად და მათთან ერთად განსაკუთრებული ქართული, იტალიური და თურქული ღვინოების დასაგემოვნებლად საუკეთესო შესაძლებლობაა. ქართულ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან ღვინის იტალიელი და თურქი მწარმოებლებიც.

ღვინის გარდა, გასტრონომიაც ფესტივალის მნიშვნელოვანი  ნაწილია. ღონისძიებაზე შესაძლებელია ქართული, თურქული, იტალიური გასტრონომიული პროდუქტებისა და ინგრედიენტების დაგემოვნება და შეძენა.

გამოფენის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ღვინის სემინარებსა და დეგუსტაციებს, ასევე კულინარიულ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი, იტალიელი და თურქი შეფმზარეულები  გაუძღვებიან.

ფესტივალი  დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება და პროგრამა მოიცავს:

  • 350-ზე მეტი დასახელების ღვინოს საქართველოს, იტალიის და თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან;
  • საქართველოსა და თურქეთში წარმოებულ საკვებ პროდუქტებსა და გასტრონომიულ ინგრედიენტებს;
  • ქართული, იტალიური და თურქული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ სემინარებს;
  • იტალიური ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაციას განსაკუთრებული მარაგებიდან;
  • ღვინის დეგუსტაციებსა და შეხვედრებს ღვინის ექსპერტებთან;
  • ქართულ, იტალიურ და თურქულ კულინარიულ მასტერკლასებს;
  • ღვინით ხატვის მასტერკლასს.

ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საკვები და საბავშვო გასართობი ზონა.

ბილეთები იყიდება ონლაინ, შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/MeranoWineFestival

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/197463889770170