მერანოს ღვინის ფესტივალი იტალია
2023 წლის 4-6 ნოემბერს, მერანოში, იტალიაში, ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მერანოს ღვინის ფესტივალზე საქართველომ კვლავ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოდან წარმოდგენილი იყო 20 ღვინის კომპანია და საკვები პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი.
საქართველო მერანოს ღვინის ფესტივალზე 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, ხოლო ასოციაცია ქართული ღვინო გამოფენის ოფიციალური პარტნიორია.
2023 წლის 4 ნოემბერს, მერანოში, იტალიაში 32-ე მერანოს ღვინის ფესტივალი წარმატებით გაიხსნა. საქართველო წარმოდგენილია იყო 20 ღვინის კომპანიით და საკვები პროდუქტების დიდი არჩევანით, Sissi Sala N 11.
იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე, ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია გაიმართა.
დეგუსტაციას უძღვებოდა ჰელმუტ კოჰერი და გუიდო ინვერნიცი(იტალიის სომელიეთა ასოციაცია) ესწრებოდნენ ღვინის შემსყიდველები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 8 ქართული კომპანიის ღვინო, სხვადასხვა რეგიონიდან.