მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023


სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს:

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023 – Nlinemedia

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბის წამყვან მოვლენად და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.

წელს ფესტივალი 11 ივნისს, კვირას, შატო მუხრანის სასახლესა და ახლად აშენებულ ორანჟერეაში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

ღვინის გამოფენა ორანჟერეაში:

350-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის და თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან;


საკვების გამოფენა სამეფო მარანში:

საკვები პროდუქტებისა და გასტრონომიული ინგრედიენტების გამოფენა-გაყიდვა;


სემინარები სასახლის დარბაზში:

12:00 -13:30 საქართველოს 8000 წლიანი ღვინის ისტორია 14:00-15:30 ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების აღორძინება 16:00-16:45 ორგანული მევენახეობა და ველური დუღილი 17:00-18:00 ქართული ღვინის სასმისი


ღვინის დეგუსტაცია სასახლის ზამთრის ბაღში:

13:00 -13:45 იტალიური ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაცია, ჰელმუტ კოხერი 14:30 -15:15 თურქული იშვიათი ჯიშების დეგუსტაცია, სეით კარაკოზოღლუ 16:00 -16:45 წითელი ღვინოების დეგუსტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გიორგი სამანიშვილი 17:30 -18:15 სამხრეთ აფრიკული რჩეული ღვინოების დეგუსტაცია, ირაკლი მგალობლიშვილი


კულინარიული მასტერკლასები სასახლის რესტორანში:

14:00 -15:30 ქართული სამზარეულო, ქართველი შეფ მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი 16:00 -16:30 თურქული სამზარეულო, ჰოლანდიელი შეფ მზარეული თურქეთიდან რუდოლფ ვან ნუნენი


შატო მუხრანის ბაღი და ტყეპარკი

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ღვინით ხატვის მასტერკლასები საკვები და ბავშვების გასართობი ზონა


ბილეთები იყიდება ონლაინ, შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/MeranoWineFestival

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/197463889770170