Saperavi& Co


Saperavi& Co


2019 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ ფრანკფურტში, გერმანია ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოები და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ქართული ღვინო გაისინჯა. ღონისძიების მოდერატორი ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ევროპული ღვინის ჟურნალ „ვინუმის“ მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი იყო.

ღონიძიების ორგანიზატორია ასოციაცია “ქართული ღვინო” და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ადგილობრივი საკონსულო.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია