ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაცია და საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია


ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაცია და საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია


2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ღვინის სექტორში ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს:
➢ ვენახების კადასტრის პროგრამის შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია
➢ დუალური პროფესიული პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია
ღონისძიება ჩატარდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ელჩმა ბატონმა ჰუბერტ კნირშმა, პროფესიული უნარების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, კერძო მარნებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
👩🏼‍🎓🧑🏻‍🎓👨🏼‍🎓ამჟამად პროგრამას სამი კოლეჯი ახორციელებს 35-მდე ღვინის კომპანიასთან ერთად. პროგრამა წარმატებით დაასრულა 25-მა სტუდენტმა და 80-მდე ახალგაზრდა სწავლის პროცესშია. ასოციაცია “ქართული ღვინო” ამ პროგრამის განხორციელებას და კოორდინაციას უწყობს ხელს.
📚მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
პროგრამისათვის შემუშავდა რამდენიმე თანამედროვე სახელმძღვანელო: ქვევრის ღვინო, მევენახეობა, მეღვინება, ღვინის ლაბორატორიული ანალიზები, სურსათის უვნებლობა მარნებისათვის და სხვა.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია