2022 წლის 19 ივნისს, საქართველოში, შატო მუხრანში, პირველად გაიმართება მერანოს ღვინის ფესტივალი – მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალური ფესტივალი არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც. ფესტივალი 1992 წლიდან იმართება და სწორედ მას ეწოდა პირველად “ღვინის ფესტივალი”. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მერანოს ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს. ფესტივალს დაესწრება მერანოს ღვინის ფესტივალის დამფუძვნებელი და wine hunter ის დირექტორი ბატონი ჰელმუტ კოხერი ორ საერთაშორისო დონის ექსპერტებთან ერთად. ბატონი გუიდო ინვერნიცი გახლავთ იტალიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენელი, ხოლო დანტე დელ ვეკიო ღვინის ჟურნალისტი და კამპანიას რეგიონის ღვინის კონსულტანტი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია. შატო მუხრანის XIX საუკუნის აღდგენილ სასახლეში პროფესიონალურ კულინარიულ მასტერკლასებს ჩაატარებენ სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ- მზარეული, მაესტრო ანტონიო ტუბელი და შატო მუხრანის შეფ-მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი. ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია “ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია შატო მუხრანი. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. 12 წლამდე ასაკის ბავშვების ფესტივალზე შემოსვლა უფასოა.