WWTG 2022


WWTG 2022


მთავრობისა და ღვინის სექტორის სამოცი წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდა მსოფლიო ღვინის ვაჭრობის ჯგუფის (WWTG) სამდღიან შეხვედრაში, რომელიც გაიმართა სანტა როსაში, კალიფორნია. ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ჯგუფის მოდერატორი გახლდათ, მან ისაუბრა საქართველოზე და ქართული ღვინის სექტორი გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
2022 წლის ნოემბერში აშშ-ში, სანტა როსაში ასევე გაიმართა FIVS-ის შეხვედრები, რომელსაც დაესწრნენ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ WWTG-ს უმასპინძლა 2014 წელს და 2023 წელს მეორედ გახდება ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა.
2023 წელს საქართველოში ასევე გაიმართება FIVS-ის შეხვედრა.
🍇World Wine Trade Group (WWTG) არის მთავრობისა და ღვინის სექტორის წარმომადგენლების ჯგუფი არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს, საქართველოს, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, შეერთებული შტატებისა და ურუგვაის ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან.
1998 წელს დაარსებული ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინით საერთაშორისო ვაჭრობას ,ინფორმაციის გაზიარების, ღვინის ბაზრებზე მარეგულირებელი საკითხების განხილვისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნის ერთობლივი ქმედებების გზით. ჯგუფი ხელმძღვანელობს პრინციპებით, რომლებიც ხელს უწყობს ღვინით ვაჭრობას და იცავს მომხმარებლებს, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ღვინის ექსპორტიორ, ასევე იმპორტიორ ქვეყნებს.
🍇FIVS არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და ლუდის სექტორების მომსახურებისთვის, მთელი მსოფლიოდან საჯარო პოლიტიკის საკითხებში. მისი წევრები არიან მწარმოებლები, დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ექსპორტიორები და სავაჭრო ასოციაციები.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია