შატო მუხრანი


შატო მუხრანი


აღმოაჩინეთ ქართული სამეფო ოჯახის ისტორია და ლეგენდები, შეიგრძენით სიძველის სურნელი და დააგემოვნეთ პრემიალური კლასის ღვინოები. თბილისიდან 25 წუთის სავალზე ბაგრატიონთა ისტორიის ლაბირინთებში, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ! „შატო მუხრანი“ სწორედ ის ადგილია, რომელსაც ღვინის მოყვარულები, თავგადასავლების მაძიებელი ჯგუფები თუ რომანტიული წყვილები სტუმრობენ. „შატო მუხრანი“ გთავაზობთ სხვადასხვა სახის ღვინის ტურებსა და მასტერკლასებს ღვინის დეგუსტაციაში. სტუმრებს ემსახურებიან პროფესიონალი გიდები და სომელიეები.

მოინახულეთ ივანე მუხრანბატონის სასახლე, ბაღი, საჯინიბო და ღვინის უნიკალური სარდაფები; აღმოაჩინეთ შატოს ღვინის დაყენების ხელოვნება; გაისეირნეთ “შატო მუხრანის” ვენახებში; მოინახულეთ ”შატო მუხრანის” ღვინის ქარხანა; ისიამოვნეთ ქართული კერძებით; შეიძინეთ საუკეთესო ღვინო სპეციალურ ფასად. ჩურჩხელების ამოვლება; თონეში პურის გამოცხობა; არყის გამოხდა; საჯირითო ტურები ინგლისური და არაბული ჯიშის ცხენებით (ფასები შეთანხმებით)