ასკანელი ძმები


ასკანელი ძმები


კომპანია „ასკანელი ჯგუფის“ ისტორია 18 წლის წინ ძმებმა ჩხაიძეებმა დაიწყეს, როდესაც საფუძველი ჩაუყარეს ღვინის მწარმოებელ კომპანია „ასკანელი ძმებს“, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართელოში ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის წარმოებაში, ხოლო წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანას მიეწოდება, მათ შორისაა: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ფინეთი, ყაზახეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩინეთი და სხვა. კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: კერძოდ კახეთში – ქინძმარაულის ზონა და გურიაში – ოზურგეთის რაიონი, სოფელი ბახვი. სწორედ ამ კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი უნიკალური ყურძნის ჯიშის – ჩხავერის გადარჩენა.

დაუღალავი შორმისა და საქმის სიყვარულის წყალობით წლების მანძილზე კომპანია იზრდებოდა და დღეს-დღებით ის არა მხოლოდ „ასკანელი ძმებს“, არამდედ რესტორნებს „ტერასა ასკანელსა“ და „ასკანელი გარდენ“-საც მოიცავს. „ასკანელი გარდენის“ დახვეწილი დიზაინი, ტრადიციულობის, მოდერნისა და ვინტაჟის სტილის საოცარი შერწყმა სითბოსა და ოჯახური იდილიის შეგრძნებას იწვევს. ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს – „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწვანეშია ჩაფლული. აქ არსებული ბაღი და გარემო ადამიანს სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ჰგვრის და საშუალებას აძლევს განერიდოს ქალაქის გიჟურ რიტმსა და ხმაურს. უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისათვის საინტერესო იქნება აქ გამართული დეგუსტაციები და მასტერ კლასები. ისინი თავად შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ტრადიცული ქართული კერძების მომზადებაში, ჩურჩხელების ამოვლებაში, პურის თონეში ჩაკვრასა და პირდაპირ ქვევრიდან ღვინის დაგემოვნებაში. აქ გამორჩეული ისიცაა, რომ კონიაკის, ბრენდის, არყისა და ჭაჭის გასინჯვა პირდაპირ ქარხნის ავზებიდანაა შესაძლებელი.