24 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სან-ფრანცისოში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით The USAID Agriculture Program , ასოციაცია ქართული ღვინოს ორგანიზებით და საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება: “Georgian Wine and Food tour”, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის ხელშეწყობა ამერიკის ბაზარზე. ღონისძიება გაიმართა “B2B Meeting”-ის ფორმატში და მონაწილეობდა ათამდე იმპორტიორი, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა ღვინის კომპანიები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის შემსყიდველები, “HORECA” სექტორის და ღვინის ბარების წარმომადგენლები.