ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიაში


ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიაში


2023 წლის 20 სექტემბერს USAID Agricultural Program CNFA Georgia-ს მხარდაჭერით გერმანულ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია და გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, მიშლენის ორვარსკვლავიან რესტორან “Tantris DNA”-ში ჩატარდა. ქართული ღვინო სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებულ კერძებს შეუხამა რესტორნის აღმასრულებელმა შეფმა ბენჟამენ ჩმურამ. დეგუსტაციას ესწრებოდნენ გერმანიის წამყვანი ღვინის ჟურნალისტები, იმპორტიორები, ჰორეკას წარმომადგენლები და სომელიეები. ღონისძიების ფარგლებში გაისინჯა 20 დასახელების ქართული ღვინო. წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ბაზარზე უკვე არსებულმა ქართულმა კომპანიებმა და ასევე კომპანიებმა, რომლებიც უახლოეს მომავალში გეგმავენ ბაზარზე შესვლას – ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია, ამოა, იყალთო ვაინერი, საგვარეულო მარანი, ჭოტიაშვილის ვენახები, თბილღვინო, თელიანი ველი, წინანდლის ვენახები, შატო მუხრანი, მეღვინეობა ხარება.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია