ვიტა ვინეა


ვიტა ვინეა


დაქიშვილების ოჯახის ღვინის მარანი მდებარეობს თელავის რაიონის, სოფელ შალაურში. დაქიშვილების წარმომავლობა პანკისის ხეობიდან მოდის, სადაც ოჯახის წინაპრებმა მევენახეობის და ღვინის წარმოების ტრადიციას აი უკვე 100 წელზე მეტი ხნის წინ ჩაუყარეს საფუძველი.  ყველაფერი დაიწყო სიმონ დაქიშვილიდან, რომელიც პანკისის ხეობის სოფ. ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში დეკანოზად მსახურობდა. ამ დროისათვის მამა სიმონი აშენებდა „ქისტურად“ წოდებულ ვაზის უნიკალურ ჯიშს.  სამწუხაროდ, მამა სიმონი წითელი არმიის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და იგი 1928 წელს გარდაცვლილი იპოვეს.

დაქიშვილების ოჯახის სამი თაობა მუშაობს ამჟამად კომპანიაში. საწარმოში წარმოებული ყოველი ღვინო იწურება მხოლოდ დაქიშვილების ოჯახის კუთვნილ  ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან და ღვინდება 100%-ანი კონტროლის ქვეშ. მარანში გამოიყენება ღვინის დაყენების ტრადიციული ქვევრის და ევროპული მეთოდები და მოქცეულია “estate bottled” განსაზღვრების ქვეშ.