კომპანია სარაჯიშვილი უძველესი ბრენდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1884 წელს. საწარმოს დამფუძნებელი დავით სარაჯიშვილია, რომელმაც დაამკვიდრა ბრენდი კლასიკური ფრანგული კონიაკის ტექნოლოგიით.
1994 წელს კომპანია კერძო მფლობელს გადაეცა და „სარაჯიშვილის “სახელი დაიბრუნა. საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვების და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით „სარაჯიშვილის სახლი“ ღირსეულად განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. “სარაჯიშვილის სახლის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო. საუკეთესო შეფასებების შედეგად, „სარაჯიშვილის სახლმა„ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. ამჟამად „სარაჯიშვილის სახლი“ მსოფლიოს 4 კონტინენტის 20-მდე ქვეყანაში ახდენს თავისი ბრენდის იმპორტს.