საქართველო მეღვინეობის უნიკალური მეთოდებითაა განთქმული. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ის უმთავრესი ნიშანია, რითაც ქართული ღვინო განსხვავდება მსოფლიოს ყველა დანარჩენი ღვინისგან. საქართველოში ქვევრის აეაერთი ტექნოლოგია არსებობს და შეგვიძლია განსხვავებებზეც ვილაპარაკოთ ქვევრის ქართულ მეთოდებში, რადგან აღმოსავლეთ ქართულიი, განსაკუთრებით კი კახური მეთოდი და ქვევრში ღვინის დაყენების დასავლურქართული წესები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. კახური, ქარვისფერი ღვინის მისაღებად, როგორც წესი, ტკბილის 6 თვის მანძილზე ჭაჭასთან და კლერტთან ერთად დავარგება ხდება, ამისგან განსხვავებულია ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში და საქართველოს სხვა რეგიონებში ქვევრის ღვინის წარმოება. ხშირ შემთხვევაში თეთრ ჯიშებს ააზე და კლერტზე არ ავარგებენ 5-6 თვის მანძილზე, რის გამოც სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება მთელი ქვეყნის მასშტაბიტ. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი UNESCO-მ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიყვანა.