ჭროღა


ჭროღა


ჭროღა ყურძენი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან. ძირითადად გამოყენებული იყო საბრენდე სპირტების დასამზადებლად, ასევე სხვა ჯიშებთან სეპაჟით თეთრი ღვინოების დასაყენებლად. ჯიშური ღვინო არის მასობრივი მოხმარების, საშუალო ხარისხის. ჯიში სოკოვან დაავადებათა მიმართ ხასიათდება საშუალო გამძლეობით. მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშს. სიმწიფე დგება სექტემბრის მეორე ნახევარში (თელავი). რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლირე საშუალო. ადგილობრივი მნიშვნელობის ჯიშია.