სამარხი


სამარხი


სამარხი ყურძენი ადგილობრივი,  ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. იგი წარმოადგენს სასუფრე ყურძენს. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის საკმაოდ ლამაზი გარეგნული იერით. აქვს სასიამოვნო ჰარმონიული გემო. კარგად ინახება ზამთარში და ტრანსპორტაბე­ლურია. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.