კუმსი შავი


კუმსი შავი


კუმსი შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი იძლევა სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც ახასიათებს სუსტი შეფერვა, საშუალო სხეული და დაბალი ალკოჰოლის შემცველობა. გემო ჰარმონიულია, ჯიშური არომატი საკმაოდ სუსტადაა გამოხატული. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოზე უკეთ გამძლეა – მეტად ჭრაქის, ვიდრე ნაცრის მიმართ. საკოლექციო ჯიში.