თბილური


თბილური


თბილური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, რაჭა-ლეჩხუმიდან, იგი  გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასაყენებლად და გამჭვირვალე ჩალისფერი, მსუბუქი, სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.  თბილურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.