ჭვიტილური


ჭვიტილური


ჭვიტილური ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ სამეგრელოდან. ხარისხოვანი სუფრის ღვინოა, გამოირჩევა ჰარმონიულობით, სასიამოვნო გემოთი, ბუკეტით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით (10,8–11,7%), კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ძლიერ ავადდება ჭრაქით. ფილოქსერისადმი კი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ვაზზე დატოვებული ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.