ჭუმუტა


ჭუმუტა


ჭუმუტა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობითა და კარგი გემოთი. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ჭრაქით. საკოლექციო ჯიში.