ჭყაპა


ჭყაპა


ჭყაპა ადგილობრივი მოხმარების საღვინე ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. გამოიყენება საკუპაჟე მასალად, ღვინო დუნეა და მდარე ხარისხის. ჭრაქისა და ნაცრისადმი, ასევე ყურძნის ჭიის მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს, სხვა ჯიშებთან შედარებით, ხოლო აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალო გამძლეობით ხასითდება. ზღვის დონიდან 600 მ-მდე ჯიში ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. ხოლო უფრო მაღლა, 650–850 მ-მდე, შედარებით უკეთესი ხარისხის ღვინოს იძლევა და წვენის გამოსავლიანობაც კარგი აქვს. ჯიში ძველად საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ქართლში. ჩოლოყაშვილის (1940) ინფორმაციით, ის არსებობდა მცხეთის, კასპის, დუშეთისა რაიონებში და თბილისის შემოგარენში. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.