ჭოდი


ჭოდი


ჭოდი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ აჭარიდან. მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.