შავკაპიტო


შავკაპიტო


შავკაპიტო, ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული. მისგან იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, რომელიც გამოირჩევა ლამაზი შეფერილობით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკოჰოლისა და მჟავის ნორმალური შემცველობით – ანუ ყველა იმ თვისებით, რაც დამახასიათებელია სუფრის და ცქრიალა ღვინოებისათვის. ქვევრის ღვინო მცენარეული და კენკრის (მაგალითად, მწიფე შინდის) ტონებით ხასიათდება. ყურძენს სხვა ჯიშებთან ერთადაც აკუპაჟებენ. საშუალო ზრდის სიძლიერის. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ახასიათებს საშუალო ხარისხის გამძლეობა, რასაც ვერ ავლენს ფილოქსერის მიმართ. დღეს, ის ლოკალურად, მცირედ გავრცელებული ჯიშია.