შაბა


შაბა


შაბა ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, ქართლიდან, მის დანიშნულებად მიჩნეულია საბრენდე სპირტის გამოხდა. სოკოვან დაავადებათა და მავნებლთა მიმართ მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით და აბლაბუდიანი ტკიპით, ჭრაქისადმი საშუალოზე მეტ გამძელობას იჩენს. სრულ სიმწიფეში ხშირად მარცვლების ლპობა ახასიათებს. დაბალმოსავლიანია და შედარებით ადრე მწიფდება. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. სახელი „შაბა“ პ. ყანდურალოვის (1897) ცნობით მომდინარეობს სიტყვა „შაბისაგან“, ვინაიდან ამ ჯიშის ყურძენს სრულ სიმწიფეში შაბივით მომწკლარტო გემო აქვს. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.