საფენა


საფენა


საფენა ყურძენი ადგილობრივი  ვაზის ჯიშია, კახეთიდან. გამოიყენება მშრალი თეთრი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურთან და რქაწითელთან ერთად – მისგან იშვიათად ამზადებენ ჯიშურ ღვინოს. ღვინო შეიძლება იქნეს დახასიათებული როგორც რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. საშუალო ხარისხით ზიანდება ჭრაქით და ძლიერად – ნაცრით. გვალვა- და ყინვაგამძლეობა, მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, დამაკმაყოფილე-ბელია. რქების მომწიფების ხარისხი კარგია. ზრდის სიძლიერე – საშუალო. სიმწიფის პერიოდი სექტემბრის შუა რიცხვებში. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.