რცხილი


რცხილი


რცხილი ადგილობრივი ვაზის ჯიშია რაჭა-ლეჩხუმიდან, მისი სინომიმებია: რცხილა, შავრცხილა. იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, გამჭვირვალე, ბაცი წითელი (ბროწეულისფერი), სასიამოვნო, რბილი, ცოცხალი გემოსი. რცხილს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ძალიან სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. საკოლექციო ჯიში.