პარტალა შავი


პარტალა შავი


პარტალა შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია ქართლიდან. მისგან იწარმოება სუფრის ხარისხოვანი, ინტენსიური შეფერვის ღვინო. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ნაცრისა და აბლაბუდიანი ტკიპისადმი უფრო გამძლეა, ჭრაქისადმი მეტად მგრძნობიარეა. უხვმოსავლიანი ჯიშია. მცირედ გავრცელებული იყო მცხეთის რაიონში, გლდანსა და ავჭალაში.  საკოლექციო ჯიში.